პუტინი შეეცდება, დააბრუნოს საათი უკან, 1990-იანი წლების შუა ხანებში... მოსკოვის შეჩერება აუცილებელია - ელიზაბეთ თრასი

გამოქვეყნდა:

ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ - ასე შეაფასა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელიზაბეთ თრასმა უკრაინის კრიზისი.

თრასი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი არ არის მზად დიპლომატიისთვის და დასავლეთმა აუცილებლად უნდა შეძლოს მოსკოვის შეჩერება.

"ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რუსეთმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან სერიოზულად განწყობილი დიპლომატიისთვის. დასავლეთისთვის აუცილებელია მოსკოვის შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი შეეცდება, დააბრუნოს საათი უკან 1990-იანი წლების შუა ხანებში, ან უფრო უკანაც კი. ბალტიისპირეთისა და დასავლეთ ბალკანეთის მაგალითად, სერბეთისა და ალბანეთის ანექსირებით",- თქვა ელიზაბეთ თრასმა. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი