აგრესია თუ იქნება, რუსეთს ვუპასუხებთ მასიური სანქციებით... - შარლ მიშელი 

გამოქვეყნდა:

შეუძლებელია, რუსეთს მუდმივად ზეთის ხილის რტოს ვუწოდებდეთ, მაშინაც კი, როცა ის სარაკეტო წვრთნებს ატარებს და ძალების მობილიზებას აგრძელებს ,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

"შეუძლებელია, რუსეთს მუდმივად ზეთის ხილის რტოს ვუწოდებდეთ, მაშინაც კი, როცა ის სარაკეტო წვრთნებს ატარებს და ძალების მობილიზებას აგრძელებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, მორიგი სამხედრო აგრესია თუ იქნება, ჩვენ რუსეთს ვუპასუხებთ მასიური სანქციებით, ამის საფასური უნდა იყოს და იქნება ძალიან სერიოზული",- თქვა შარლ მიშელმა

კონფერენციაზე შარლ მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინას მტკიცედ უჭერს მხარს და ჯერ კიდევ არის შანსი, რომ სამხედრო აგრესია თავიდან აიცილონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი