უკრაინის მხარდაჭერისთვის, 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან. აქცია ორგანიზაებული იყო შტატებში მცხოვრები უკრაინული დიასპორის მიერ, რომლემსაც სხვადასხვა შტატებში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას უკავშირდება, მანამ სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციას განახორცილეებს.
"მთავარი მოთხოვნა, რაც პრეზიდენტ ბაიდენის მიმართ გვაქვს ისაა, რომ გვსურს ვნახოთ კიდევ უფრო ძლიერი პოზიცია ამერიკული მხარის მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად. გვინდა ახლავე ვიხლიოთ მკაცრიო სანქციები, რომლებიც პერსონლაურად მიაყენებენ ზიანს პრეზიდენტ პუტინს და მის გარემოცვას. ასევე, აუცილებელია, რომ რუსეთი ჩაიხსნას სვიფტის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან", - ამბობს იარო ჰეტმანი, აქციის თანაორგანიზატორი.
დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წუთს შეიჭრას და სამხედრო იერიში დაიწყოს. უკვე 2 თვეზე მეტია, რაც უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. რუსეთი და ბელარუსი კი სამხედრო წვრთნებს, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, ახანგრძლივებენ.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის საგანგებო განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა მორიგი პროვოკაცია განახორციელეს და ლუგანსკის დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს.