აშშ: რუსეთი ადგენს უკრაინელების სიას, რომლებსაც შეჭრის შემთხვევაში მოკლავს, ან დაიჭერს

გამოქვეყნდა:

ამერიკამ წერილით მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, რომ მას აქვს სანდო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ რუსეთი ადგენს უკრაინელების სიას, რომლებსაც "მოკლავს ან დააპატიმრებს" თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

მედიაში მიშელ ბაჩელეტის სახელზე გაგზავნილი წერილის ასლიც გავრცელდა. მას ხელს აშშ-ს ელჩი ჟენევაში, და იქ მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აწერენ.

"შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ მოიპოვა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმილია ადამიანის უფლებების დარღვევა და შელახვა შეჭრის შემდეგ. [...]

ეს ქმედებები, რომლებსაც წარსულში რუსეთის ოპერაციები მოიცავდა: მიზანმიმართულ მკვლელობებს, გატაცებებს/იძულებით გაუჩინარებას, უსამართლო დაკავებებს და წამების გამოყენებას, სავარაუდოდ მიმართული იქნება მათზე, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებებს, მათ შორის უკრაინაში დევნილობაში მყოფ რუს და ბელარუს დისიდენტებს, ჟურნალისტებს და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს და დაუცველი მოსახლეობა, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები და ლგბტქი+ პირები. 

ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა, შესაძლოა გამოიყენონ სასიკვდილო ზომები მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად", - აღნიშნულია წერილში.

ელჩი აღნიშნავს, რომ გაეროსთვის ინფორმაციის გაზიარების მიზანი "ადრეული გაფრთხილებაა".

მომხდარს უკვე გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, რომელმაც ამ ინფორმაციას "აბსოლუტური ტყუილი" უწოდა. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ სიტუაცია უკრაინაში კვლავ დაძაბულია, თუმცა თქვა, რომ აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება "პოტენციური თავდასხმის" შესახებ "უჩვეულოა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი