
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
პროცესი ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზეა ჩანიშნული. დაცვის მხარე დღეს რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას ესწრება.
პირდაპირ ეთერს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ:
პროცესის პარალელურად, "ნაციონალური მოძრაობა" საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავს.