უშიშროების საბჭო "პირდაპირ ეთერში" - მსოფლიო პუტინის გადაწყვეტილების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

მსოფლიო ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების მოლოდინში. რუსეთის პრეზიდენტმა დააანონსა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის ბოლოს განაცხადა. საბჭოს სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, კრემლის ლიდერმა რუსეთის მთავრობის და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების შეფასებები მოისმინა. 

ლუგანსკის და დონეცკის აღიარებას მხარი დაუჭირა ხელისუფლების უმაღლესი წამომადგენლების სრულმა შემადგენლობამ და სავარაუდოდ სწორედ ამ პოზიციაზე დაყრდნობით სულ ცოტა ხანში ვლადიმერ პუტინი ხელს მოაწერს რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

უკვე ცნობილია, რომ ეს ნაბიჯი კიევის და დასავლეთის მიერ შეფასდება, როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფა. დაიწყება თუ არა ფართომასშტაბიანი ომი? - ახლა ყველაფერი კრემლზეა დამოკიდებული. 

საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მედვედევი, რომელმაც "რთული", თუმცა "სწორი" უწოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას.

სიტყვით გამოვიდნენ სეპარატისტების ლიდერები და მადლობა გადაუხადეს პუტინს გამოჩენილი ყურადღებისთვის, ხოლო "კიევის ძალადობრივი რეჟიმი" მათ "განადგურების მცდელობაში" დაადანაშაულეს.

იხილეთ ასევე:

"პირდაპირ ილაპარაკეთ - კი თუ არა?...მადლობა, დაჯექით" - დაძაბული დიალოგი პუტინსა და ნარიშკინს შორის 
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი