
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პუტინის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ ეს რუსეთის მხრიდან სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.
"რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ არის მიმართული და სამწუხაროდ იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",-წერს ღარიბაშვილი.