
რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არავის და არაფრის ეშინია, არავისი არაფერი მართებს, რადგან ისინი საკუთარ მიწაზე არიან.
სპეციალურ მიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ მათ უკან არის სიმართლე და ერთი მიზანი აქვთ - მშვიდობა უკრაინაში.
"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინა ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს, გარდა ამისა, ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს და ეუთო-ს საგანგებო სხდომები მოიწვია.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. ამავე თემაზე: