მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა - რატი ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი მკურნალობდა გორის ჰოსპიტალში და იგი როდესაც იყო გამოწერილი, გამოჯანმრთელებული დაბრუნდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა. 

ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება, იშიმშილოს, ისევე როგორც, ნებისმიერ ადამიანს აქვს ამის უფლება. 

"ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად არის მსჯავრდებული, რა თქმა უნდა, აქვს უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, რომ იშიმშილოს. მე, როგორც იუსტიციის მინისტრი, მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

ეს არის, ალბათ, თქვენი შეფასება, რომ ის ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალობას. თუ დაინტერესდებით დეტალებით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოითხოვოთ ამის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული პიროვნება მკურნალობდა გორის ჰოსპიტალში და იგი როდესაც იყო გამოწერილი, გამოჯანმრთელებული დაბრუნდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში",- თქვა რატი ბრეგაძემ. 

ამასთან, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა  და მაღალია ინვალიდიზაციის რისკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი