რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება

გამოქვეყნდა:

რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე მსოფლიოში ნავთობის ფასი იზრდება - პროდუქტის მიწოდების ჯაჭვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებულია.

BBC წერს, რომ სამშაბათს ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულებამ შვიდწლიან მაქსიმუმს, თითქმის 98 დოლარს მიაღწია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა. 

რუსეთი ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ. ის ასევე არის ბუნებრივი აირის ტოპ მწარმოებელი მსოფლიოში.

დასავლეთი რუსეთს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, რომლებიც რუსეთს იძულებულს გახდის ნაკლები ნედლი და ბუნებრივი აირი გაყიდოს, ეს კი "მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე".

Fidelity International-ის საინვესტიციო დირექტორმა თქვა, რომ ნავთობის ფასმა, შესაძლოა, ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბოს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი