
პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" საქართველოს პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, დაასანქცირონ ის პირები, ვინც რუსეთის მხრიდან უკანონოდ შევა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
"საქართველოს პარლამენტი - ვინც ე.წ. დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მხრიდან უკანონოდ შევა, დაასანქცირეთ და იგივე რეჟიმში მოაქციეთ რა რეჟიმიც ვრცელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთიდან უკანონოდ შესულებზე.
ანუ, არ შემოვუშვათ საქართველოში", - ნათქვამია გირჩის - მეტი თავისუფლების Facebook პოსტში.
ცნობისთვის, გუშინ 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა.