"გაგებით ვეკიდებით" - ბელარუსი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით რუსული მხარის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა - ნათქვამია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალური მინსკი აცხადებს, რომ რეგიონში დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ევროკავშირსა და აშშ-ს ეკისრება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არაერთხელ განუცხადებია რიგი დასავლური ქვეყნების ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების "დაუფიქრებელი ქცევის" საფრთხეზე.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის საგარეო უწყება არაფერს ამბობს, აღიარებს თუ არა ბელარუსი დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობას"

"...ამ ვითარებაში, პატივისცემით და გაგებით ვეკიდებით რუსული მხარის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზული ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რომელიც რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და თითქმის რვა წლის განმავლობაში..." აცხადებენ მინსკში

ცნობისთვის, გუშინ 21 თებერვალს, პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების -  დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი