პირველი უმძიმესი საპასუხო დარტყმა რუსეთმა უკვე მიიღო - ჩრდილოეთის ნაკადი 2 გაჩერებულია, საფონდო და სავალუტო ბირჟები ჩამოშლის პირასაა. და ეს არ არის საბოლოო ეკონომიკური დანაკარგი. დასავლეთის მიერ დაანონსებული სანქციების სრული ამოქმედების შემდეგ, კრემლი მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდება და რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს კრიზისში ჩავარდება.
პირველი მაჩვენებლები უკვე სახეზეა - უმსხვილესი რუსული კომპანიების ღირებლება მინიმუმ 20 პროცენტით გაუფასურდა. რუსულ გაზზე უარის თქმით კი გერმანია და მთლიანად ევროპა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ერთიანობას კრემლის იმპერიასთან ღია დაპირისპირებაში.