
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთს სანკ-პეტერგუბრგში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე თამაშის ფინალის მასპინძლობის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში 28 მაისს უნდა გაიმართოს. UEFA-ს ჯერჯერობთ გაზპრომ არენას ჩანაცვლების გეგმა არ აქვს, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ის უკრაინა-რუსეთის კრიზისზე დაკვირვებას განაგრძობს.
ეკონომიკური სანქციების პაკეტს დაუყოვნებლივ შემოვიღებთ - ჯონსონი რუსეთზე
რუსეთის დუმამ უკვე ერთხმად მოახდინა პუტინის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.