ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. განკარგულება კრძალავს აშშ-ის მოქალაქეების მიერ ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში" ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელებას, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანას ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტს

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ ესაა პასუხი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გამო და ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური ზომები, რომლებსაც აშშ მოკავშირეებთან კოორდინაციით ამზადებს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ან რეგიონებში. ბრძანება ასევე ითვალისწინებს დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რაიონებში", - აღნიშნავს თეთრი სახლი. 

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ამერიკა ხვალ მიიღებს შემდეგ ზომებს, რათა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევის გამო.

პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ ჯო ბაიდენი ჯერ ზელენსკის ესაუბრა, შემდეგ კი ერთობლივი სატელეფონო საუბარი შედგა მაკრონთან და კანცლერ შოლცთან. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი