პუტინმა თქვა, რომ ე.წ. რესპუბლიკები ცნო მათი კონსტიტუციით განსაზღვრულ საზღვრებში. ეს ნიშნავს, რომ ომი გარდაუვალია… - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრები მათ კონსტიტუციაში განსაზღვრულია იმ დროის მონაცემებით, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში შედიოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ ნაწილსაც, რომელსაც კიევი აკონტროლებს.
განცხადება ამის შესახებ პუტინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ფედერაციის საბჭოს, სამხედროების საზღვარგარეთ გამოყენების ნებართვა სთხოვა.