ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის სახლში ჩატარებული ჩხრეკის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ და ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების დევნაში დაადანაშაულეს.
მომიტინგეთა მასობრივი დაკავება უსაფრთხოების სამსახურის შენობის ბლოკირების მცდელობას მოჰყვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჩხრეკა ცარუკიანის კუთვნილ კომპანიაში არსებულ ფინანსურ დარღვევებს უკავშირდებოდა.