
უკრაინის ეროვნული პოლიცია აპირებს დამატებითი ძალოვანი ძალების გაგზავნას დონბასში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ფაცევიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციის შემადგენლობას ამ კვირის ბოლომდე გაგზავნიან. სამართალდამცველები დაიცავენ წესრიგს რეგიონში და ზურგს გაუმაგრებენ სამხედროებს.
მხოლოდ გასული დღის განმავლობაში დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაფიქსირდა 96 თავდასხმა, დაიღუპა ერთი ჯარისკაცი, ექვსი კი დაიჭრა.