ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცსკის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ შემუშავებული სანქციები ოფიციალურად დამტკიცდა.

სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხება. ამასთან, სანქციები დაუწესდებათ ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს ახორციელებენ.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის განკარგულება გასცა. 

რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გერმანიამ NORD stream 2-ის გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

ამას გარდა, თემთა პალატის სხდომაზე, სანქციების პირველი ნაწილი წარადგინა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა. სანქციები ხუთი რუსული ბანკისა და სამი რუსი მილიარდერის წინააღმდეგ ამოქმედდება.

რუსეთს სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-მ პერსონალური, ფინანსური სანქციები დაუწესა პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი