შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს | ხელისუფლება დუმს

გამოქვეყნდა:

სად არის საქართველო მსოფლიოს სრული კონსოლიდაციის ფონზე?! პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა, დღეს პატივი მიაგეს იუნკერების ხსოვნას, რომლებმაც 101 წლის წინ სწორედ რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლაში სამშობლოს შესწირეს თავი, თუმცა ხელისუფლების უმაღლეს პირებს არც ერთი სიტყვით არ უხსენებიათ სანქციები. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნირების პოზიციის გაზიარებს არ აპირებს.

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იმის მტკიცებას ცდილობდა, რომ საქართველოს არ აქვს შესაბამისი ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მოსკოვის არგაღიზიანების პოლიტიკის გამტარებელი "ქართული ოცნებისგან" პოლიტიკური ოპონენტებისთვის ეს უსუსური არგუმენტია, რომელიც რეალობას არ ასახავს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი