2008 წელს დასავლეთი მზად არ აღმოჩნდა განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ახლა მზადაა - დენიელ ფრიდი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური ამერიკული სანქციების დაწესების თანაავტორი, დენიელ ფრიდი, "მთავარი არხის" ვაშინგტონის ბიუროსთან უკრაინის ომსა და საქართველოში, 2008 წლის ომის პარალელებზე საუბრობს.

"ვლადიმერ პუტინი იქცევა მე-20 საუკუნის დასაწყისის დიქტატორივით, ის უფრო და უფრო ემსგავსება სტალინს საკუთარ ქვეყანაში და მისი თავდასხმა უკრაინაზე ძალიან მაგონებს ჰიტლერის თავდასხმას პოლონეთზე 1939 წლის პირველ სექტემბერს. მსგავსება დიდია, მე ვცდილობდი მსგავსი პარალელების გაკეთებისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ ნამდვილად, პუტინი ამ ლიგას ეკუთვნის.

როგორც ჩანს, რუსი ხალხი იმავე ეპოქაში არ არის ჩარჩენილი, მე მოხიბლული ვარ იმ რუსებით, რომლებიც უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ რუსეთში და საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ. ეს ყველაფერი ძალიან მსგავსია იმისა, რაც საქართველოში მოხდა, მათ შორის პროვოკაციების ჩათვლით. 2008 წელს დასავლეთი მზად არ აღმოჩნდა განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ახლა დასავლური სამყარო მზადაა და განსხვავებით საქართველოსგან, ახლა ადგილი არ ექნება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ამერიკის მხრიდან. 2008 წლის ომისგან დღევანდელ ვითარებას ტაქტიკები განასხვავებს. ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცოდით პუტინი რასაც აპირებდა. ჩვენ ყველამ ვისწავლეთ საქართველოს გამოცდილებაზე", - თქვა ფრიდმა.

ის თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციასაც გამოეხმაურა:

"მე მიხარია, რომ ამდენ ქართველს ვხედავ თბილისის ქუჩებში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აპროტესტებენ", - ამბობს დენიელ ფრიდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი