ვაპირებთ ხელმოწერების შეგროვებას პეტიციისთვის, რომელიც მთავრობას დაავალებს, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

სტოკჰოლმის სინდრომით და კაპიტულანტური დამოკიდებულებით დიდი ხანია შეპყრობილია ქართული ოცნება. ეს არის მათი საგარეო ვექტორი 2012 წლიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს და ცივილიზებულ სამყაროს დავანახოთ, რომ ეს არ არის ჩვენი პოზიცია, ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია და რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველო ისტორიის სწორ მხარეს დგას. ამისთვის ჩვენ ვაპირებთ, მათ შორის დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის, რომელიც მოსთხოვს და დაავალებს საქართველოს მთავრობას, რომ შეუერთდნენ სანქციებს, რომელსაც აწესებს ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ.

ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი