ფორმულა 1-მა გააუქმა რუსეთის გრან პრი

გამოქვეყნდა:

FIA-ს განცხადებით, რუსეთს ჩამოერთვა ფორმულა 1-ის გრან პრის მასპინძლობის უფლება. პარასკვეს გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ "შეუძლებელია რუსეთის გრან-პრის ჩატარბა არსებულ ვითარებაში".

"FIA ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი სტუმრობს ქვეყნებს მთელს მსოფლიოში, პოზიტიური ხედვით ხალხის გაერთიანების, ერების გაერთიანების მიზნით.

ჩვენ სევდითა და შოკით ვუყურებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და იმედი გვაქვს, რომ არსებული კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანი გზით გადაწყდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც UEFA-მ განაცხადა, რომ მან ჩამოართვა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი