"მიმიფურთხებია ყველასთვის, ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს, დამსმელს და მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს" - ბურჭულაძე ღარიბაშვილს

გამოქვეყნდა:

"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს და თქვენს მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს", - მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავს. 

"ღრმადპატივცემულ" საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

"ღრმადპატივცემულო" ბატონო პრემიერ მინისტრო, აქამდეც მქონდა ამის სურვილი რომ მეთქვა თქვენთვის მაგრამ თავს ვიკავებდი, თუმცა დღეს აუცილებლად უნდა გაცნობოთ და გულრწფელად გითხრათ რომ მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის ვინც თქვენ, თქვენს მომყვანს და დამსმელს და თქვენს მიმდევრებს ხელს ჩამოართმევს. ბოდიში რომ დამიგვიანდა ამის შეტყობინება და ბოდიში რომ უფრო თქვენთვის შესაფერისი სიტყვებით ვერ შეგამკეთ.

"უღრმესი პატივისცემით" პაატა ბურჭულაძე", - ნათქვამია მიმართვაში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი