დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პრინციპში თქვა სიმართლე, ოღონდ საქართველოს მაგივრად უნდა ჩაესვა "მამა და მარჩენალი" ან " მამა და მარჩენალის მამა" - ასე ეხმაურება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პრემიერის დღევანდელ განცხადებებს, რომლებიც მან უკრაინის ომზე გააკეთა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის არცერთ სიტყვაში ქართველი ხალხის ნება არ ჩანს და არ იკვეთება.
რაც მან ილაპარაკა ეს იყო მისი პატრონისთვის სასარგებლო და არა საქართველოსთვის. ამიტომ მის ინტერვიუში საქართველოს საერთოდ არ იყო და ალბათ ბოდიშიც არ გვაქვს მოსახდელი იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს მთავრობა.
სირცხვილია, დღეს სახლში ვიჯდე მე, სირცხვილია, რომ იყო პარლამენტში, რომლის ხელმძღვანელობა დარბაზის კარებს არ აღებს. სირცხვილია, იყო იმ მთავრობაში, რომლის პრემიერმინისტრის ნათქვამი მოსწონს რუსეთის დუმის წარმომადგენლებს, სირცხვილია იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი და თამაშობდე მოსკოვის "ცსკა-ში", სირცხვილია, მოგწონდეს SCHALKE 04-ის რეაქცია, რომ გაზპრომი წაიშალო და ამ დროს შენ გასპონსორებდეს VTB ბანკი, ძალიან ბევრი სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყველა ვართ უკრაინის გვერდში",- თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა კანცელარიის წინ მიმდინარე ხალხმრავალ აქციაზე.
აქციაზე გაჟღერებულ შეძახილზე - "გადადექი, წადი", რომლის ადრესატიც ღარიბაშვილია, ვაჟა გაფრინდაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილი ჯერ ხალხამდე და ხალხთან არც მისულა.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები უკრაინის ომზე: