
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბელარუსი უარს ამბობს ბირთვულ ნეიტრალიტეტზე - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბელარუსის პრეზიდენტმა და რუსეთის მჭიდრო პარტნიორმა, ლუკაშენკომ თქვა, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე არის მიღებული.
ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის დაახლოებით 78,63%-მა კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, 65,16%-მა მხარი დაუჭირა ახალ კონსტიტუციას, რომლის მიხედვით ბელარუსს ბირთვული ნეიტრალიტეტის ქვეყნის სტატუსი აღარ ექნება.
ამავე რეფერენდუმით, ლუკაშენკოს ეძლევა შესაძლებლობა, კენჭი იყაროს დამატებით ორი ვადით. ლუკაშენკოს ოფისის ცნობით, რეფერენდუმზე მიღებული ცვლილებები და დამატებები ძალაში 10 დღეში შევა.
დასავლელი ლიდერები კენჭისყრის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.