
"ირაკლი ღარიბაშვილმა რაც მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა, ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი, დასავლური სამყაროს აბუჩად აგდება და სრული მხარდაჭერა რუსეთს" - წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე, რომელიც მან უკრაინაში, ომთან დაკავშირებით გააკეთა.
ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დღეს იგივე რიტორიკით წარსდგა, რაც წინა კვირას ჰქონდა უკრაინასთან დაკავშირებით. თქვა, რომ კიევის "დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს, "სანქციებს აზრი არ აქვს" და 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.