პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ისევ მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომს რუსეთი ჯერ თბილისში დაიწყებდა, შემდეგ კიევში. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საკუთარი განცხადების გასამართლებლად წინა ხელისუფლება გააკრიტიკა.
"და ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში დღეს სად ვიქნებოდით?! ომი დაიწყებოდა თბილისში ჯერ და შემდეგ კიევში. ეს უნდა ითქვას პირდაპირ მეგობრებო, ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ამას. მე დღეს მაქვს პატივი, მაგრამ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, და ჩვენ ყველას, ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ და მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე ბუნებრივია", - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ამბობს, რომ "ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ" .
ამავე თემაზე: