პრემიერ ღარიბაშვილის აზრით, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას "უკიჟინებს" ომში ჩაერთოს და სანქციები დაუწესოს რუსეთს. მისივე აზრით, ევროპისა და ამერიკის, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები ეფექტური არაა.
"დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ყველაზე დიდ ქვეყანაში ევროპის და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის, ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს, ომობს უკრაინის ჯარი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა