"რას ნიშნავს ც?... მე არ ვარ - ც" - ჟურნალისტის შეკითხვით გაღიზიანებული წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია - თქვენც ეთანხმებით თუ არა ღარიბაშვილს? - ასეთი იყო შეკითხვის შინაარსი.

საუბარია უკრაინასთან დაკავშირებით დღეს პრემიერმინისტრის გაკეთებულ განცხადებებზე 

"რაღაცა ძალიან ცუდადა ახსენებთ ამ ც-ს. რას ნიშნავს ც? მე ვარ ამ მთავრობის წევრი, ამ პრემიერმინისტრის მიერ დანიშნული ამ მთავრობაში, ვიცეპრემიერი და რა თქმა უნდა მე არ ვარ ც. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც აჟღერებს საქართველოს პერმიერმინისტრი" განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები უკრაინაში, რუსულ აგრესიაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი