ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში სისხლის გაგზავნის "საჭიროება დღეს არ დგას"

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში სისხლის გაგზავნას უზრუნველყოფენ " თუ საჭიროება იქნება". მისივე მტკიცებით, ამ ეტაპზე უკრაინაში სისხლის გაგზავნის საჭიროება არ დგას. 

აზარაშვილის თქმით, ამ თემაზე კომუნიკაცია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებასთან ჰქონდა.

"ჩვენ ვკითხეთ, თუ არის სისხლის მიწოდების საჭიროება, რაზეც მათ განაცხადეს, რომ ამის საჭიროება დღეს არ დგას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი არსებული მარაგებიდან ერითროციტების გარკვეული მასა მაინც გავაგზავნეთ ტვირთთან ერთად უკრაინაში. ის ათეულობით უკრაინელს დაეხმარება, თუ ამის საჭიროება ექნებათ.

ბევრი კითხვა იყო სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ადგილობრივ უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ ამის საჭიროება იქნება ქვეყანაში, სისხლის გაგზავნას უზრუნველვყოფთ", - თქვა მინისტრმა. 

ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თუ უკრაინა სურვილს გამოთქვამს, მედიკოსების გაგზავნის საკითხს განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი