ღარიბაშვილის განცხადება და "ოცნების" სრული ლუსტრაცია | ოპოზიციის მიმართვას ხელისუფლება დუმილით პასუხობს

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის, კიდევ ერთი საჯარო განცხადება და "ოცნების"  ხელისუფლების სრული ლუსტრაცია.
მთავრობის მეთაური, მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაცვალად, სრულად გაემიჯნა ცივილიზებულ სამყაროს და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არაეფექტური უწოდა.

ქვეყნის პრემიერს არც კი უფიქრია, ისტორიული შანსის გამოყენება, რომელიც ახლა უკრაინასთან ერთად საქართველოს აქვს.

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მოთხოვნის ნაცვლად, ღარიბაშვილი თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მეოთხე დღეა დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად დგანან და მათ ოპოზიციის მართული ძალა უწოდა.

ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებს ოპოზიციის მიმართვას, დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები უკრაინის მსგავსად  გაერთიანებაში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. 

იხილეთ ასევე :

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი