როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს და და მითუმეტეს მე?! - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ამოცანაა დავასრულოთ ომი დროზე უკრაინაში და ავიცილოთ იგი თავიდან საქართველოში" - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ის ამ თემას საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. 

მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა "ქართული ოცნების" ბრალდებებს, რომ თითქოს ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია.

"ვიღაცები იძახიან, რომ ჩვენ გვიხარია და მე მიხარია უკრაინაში ომი, მე მინდა ვუთხრა იმ იდიოტებს, ვინც ამას ლაპარაკობს. მე თქვენგან განსხვავებით, საქართველოში არაფერი არ შემიძენია, თუ არ ჩავთვლით ყვარლის პატარა ვენახს, პირველად ცხოვრებაში ავიშენე კიევში კარგი სახლი, ლამაზი გემოვნებით მოწყობილი, ეს არის ჩემი სახლი, რანაირად შეიძლება მიხაროდეს, რუსი "სალდატები" მივიდნენ და ჩემ საწოლში ჩაწვნენ და ჩემ სახლში ჩამისახლდნენ. 

როგორ შეიძლება ეს ომი უხაროდეს ვინმეს და და მითუმეტეს მე, როგორ შეიძლება მიხაროდეს ომი საქართველოში, მაგრამ როდესაც ღირსებასა და ომს შორის ირჩევ უღირსობას, მიიღებ უღირსობასაც და მიიღებ ომს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ის, რომ საქართველოში ტყვედაა აყვანილი ზრდის საქართველოზე რუსეთის მიერ დარტყმის ალბათობას, რადგან აქამდე, სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა ის იყო პუტინის პირველი მტერი რეგიონში.

"როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როცა პირველი რაც დაიბომბა, მაგალითად ოდესის ოლქში, არის ჩემ მიერ აშენებული გზა რამდენიმე ადგილზე, სიყვარულით და რუდუნებით აშენებული გზა რომელიც ევროკავშირთან აერთებს უკრაინას", - თქვა მან.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესი იმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი