"ჩვენ არავის არ გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი, მე ვიცი რაც არის ომი, მაგრამ იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინაში პუტინმა უნდა წაიტეხოს კბილები, სხვა შანსი არ გვაქვს ჩვენ, ის, რომ მე აქ ციხეში ვარ და პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუნდაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მე ჩემ უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მე მოვუწოდებ ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემ მეგობართან და ჩემ მთავარსარდალთან, ზელენსკისთან, ყველაზე სახიფათო ადგილას მსოფლიოში, კიევში".
თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.