
გამარჯვება დაგვრჩება ჩვენ, ქართველ ხალხს, უკრაინელ ხალს, ცივილიზებულ კაცობრიობას, აბა თქვენ იცით, მადლობა - ასე დაასრულა საკუთარი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარალელები გაავლო 2008 წლის აგვისტოს ომთან:
"ნუ დავიყრით თავზე ნაცარს, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ იმით, 2008 -ში ჩვენმა წინააღმდეგობამ შექმნა უკრაინის წინააღმდეგობა დღეს. ასე, რომ გაუმარჯოს საქართველოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველასთვის ნათლია ყველაფერი. ეს ყველაფერი პირობითობაა, მთავარია ახლა გადარჩეს უკრაინა და შემდეგ, ერთადერთი გზა არის მასობრივი მობილიზაცია, ხელისუფლების ცვლა საქართველოშ ისე, რომ იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობა, როგორც უნდა იყოს საფრთხის პერიოდში დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებთან, თუ მათ გარეშე და ამას ალტერნატივა არ აქვს." განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის მოქალაქეებს, ქვეყნის დამცველებსა და უკრაინის პრეზიდენტს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.
დღევანდელ პროცესზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ორჯერ გახდა შეუძლოდ, რის გამოც სხდომა ორჯერვე რამდენიმე წუთით შეწყდა.