
რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინის, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ თემაზე მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია.
"რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს", - წერს პრეზიდენტი.
უკრაინამ სწრაფი გაწევრიანების მიზნით ევროკავშირს ოფიციალურად მიმართა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამავე თემაზე: