ოპოზიციას ემოციური აჟიოტაჟი აქვს შექმნილი, უკრაინის გაწევრიანებას EU-ში დასჭირდება მრავალი წელი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ოპოზიციას "ემოციური აჟიოტაჟი" აქვს შექმნილი ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებაზე. მისი თქმით, უკრაინის EU-ში გაწევრიანებას მრავალი წელი დასჭირდება და ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ "კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზეა".

"არის მე ვიტყოდი ემოციური აჟიოტაჟი შექმნილი და ეს ემოციური აჟიოტაჟი არის შექმნილი არასწორი ინფორმაციების გავრცელების საფუძველზეც. საზოგადოებას რომ განვუმარტოთ რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით, უკრაინას შესთავაზეს დაჩქარებული წესით რისი განხილვა - ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა, აქ არაა საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზეც კი, საუბარია უკრაინისთვის კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზე, ეს არის რაზეც საუბრობენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ლიდერები. 

ასეც და ისეც, რა თქმა უნდა, იგივე უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში დასჭირდება მრავალი წელი, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი", - თქვა კობახიძემ.

მისივე მტკიცებით, ჩვენ "ძალიან ამბიციური განაცხადი გვაქვს გაკეთებული", რომ "ასეთ დოკუმენტს შევიტანთ ევროკავშირში 2024 წელს".

კობახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ვალდებულებების "სერიოზული" ნაწილი შესრულებული ექნებათ. ამის შემდეგ კი მისივე აზრით, "რაციონალური საფუძველი იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი