
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
BBC-ის რუსული ბიურო პესკოვის მთავარ მესიჯბოქსზე ინფორმაციას ავრცელებს:
- რუსეთი ჯერ კიდევ მიიჩნევს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
- ვლადიმირ პუტინსა და ზელენსკის შორის საუბარი ჯერ არ იგეგმება
- ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს
- ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, ამიტომ უკრაინის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებასთან.
- პესკოვს არ აქვს მონაცემები უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ.
კითხვაზე, იცოდა თუ არა კრემლმა სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ.- Tass- ის ცნობით, პესკოვი პასუხობს, რომ უკრაინაში მყოფი რუსული ჯარები საცხოვრებელ კომპლექსზე დარტყმებს არ ახორციელებენ.
"რუსული ჯარები სპეცოპერაციის დროს არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე. ეს გამორიცხულია", - თქვა მან
პესკოვის მტკიცებით, დარტყმები ხორციელდება "ექსკლუზიურად სამხედრო ობიექტებზე".