
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი საფრანგეთს ემუქრება. მედვედევის გაღიზიანება ფრანგი მინისტრების განცხადებებმა გამოიწვია.
"დღეს რომელიღაც ფრანგმა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადეს. ყურადღებით იყავით საკუთარ სიტყვებთან, ბატონებო! და არ დაგავიწყდეთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეკონომიკური ომები საკმაოდ ხშირად იქცევა რეალურ ომებად",- წერს მედვედევი