მივმართავ რუს ოლიგარქებს, საკმარისია! ჩვენ თქვენ მოგაკითხავთ! - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იუსტიციის დეპარტამენტმა სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც რუსი ოლიგარქების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. 

ამის შესახებ ბაიდენმა კონგრესში, ამერიკელი ერისადმი ყოველწლიური მიმართვისას ისაუბრა.

"დღეს, მე ვეუბნები რუს ოლიგარქებს, რომლებმაც ძალადობრივი რეჟიმის აშენების შედეგად, მილიონობით დოლარის სარგებელი მიიღეს, რომ საკმარისია! ვგულისხმობ იმას, რასაც ვამბობ. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ჩამოაყალიბა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს რუსი ოლიგარქების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ მოვძებნით, კონფისკაციას გავუკეთებთ მათ იახტებს, მდიდრულ აპარტამენტებს, პირად თვითმფრინავებს, ჩვენ თქვენ მოგაკითხავთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი