
"ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC-ს) ერთ-ერთი დირექტორი თამთა მიქელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე არსებული გამოძიების ფარგლებში წარმოებს.
მიქელაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე აღნიშნა, რომ მისთვის გამოძიების მიზანი ბუნდოვანია და კითხვის ნიშნებს აჩენს. მისივე თქმით, სუს-ის მიზანს შესაძლოა სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობის შემოწმება წარმოადგენდეს.
გვაქვს ეჭვი, რომ როგორც შეიძლება სხვა აქტივისტების მიმართ მოხდა, როცა სწორედ მათი აქტივიზმის კრიტიკული გამოხატვების შემოწმებას ჰქონდა ადგილი გამოძიების მხრიდან, შეიძლება, იგივეს ჰქონდეს ადგილი, - ამბობს მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე 30 მაისს დაიწყო. უწყებამ უკვე დაკითხა მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზავიების წევრები.