ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი თავდასხმის გამო, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უახლოეს საათებში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.
იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ელექტროსადგურზე შეტევა და დაუშვას მასზე საგანგებო სამსახურების შეუფერხებელი წვდომა.
"პუტინის დაუფიქრებელი ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ ევროპასა და მსოფლიოს", - თქვა ბორის ჯონსონმა.