საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია დაიძრას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შევცვლით ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებსა და პუტინის შესაძლო სტრატეგიაზე CNN-თან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიზანი ახლა არა მხოლოდ უკრაინის ანექსია, არამედ მთლიანად ქალაქების მიწასთან გასწორებაა.

რაც შეეხება საქართველოს, ზურაბიშვილი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივი სამხედრო საფრთხის მიუხედავად, ქვეყანა თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე უარს არ იტყვის.

"ახლა ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ. ახლა, როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანადგურებს, ეს რაღაცნაირად მასობრივი განადგურების ომია. ჩვენ ყოველთვის ყურადღებიანები ვართ და შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ზოლი, საქართველოს 20% ოკუპირებულია, ამ ორ რეგიონში რუსეთს ორი დიდი სამხედრო ბაზა აქვს, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაიძრან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეცვლის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს", - თქვა ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს გაირკვევა, მოუსმენენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშს პარლამენტში 5 მარტს. ამ თემაზე  ბიუროს სხდომაზე უნდა იმსჯელონ.  ოპოზიცია ფიქრობს, რომ თუ პრეზიდენტის მოსმენა გადაიდება ეს იმაზე მიუთითებს, რომ ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების'' პოზიციებს შორის მკვეთრი განსხვავებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი