რუსი და ბელარუსი მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავის ქონების შეძენაზე ინტერესი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისა თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან ინტერესი გაიზარდა. იმატებს მოთხოვნა გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზეც.

ინფორმაციას საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია ავრცელებს. ის პარტნიორ ორგანიზაციებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს რათა, არ გახდნენ ისეთი გარიგებების მონაწილეები, რაც შესაძლოა ქვეყანაში მოქმედ შიდა ან ბოლო პერიოდში საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდეს.

"გახშირდა მომართვიანობა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან, როგორც კომერციული სახის, ისე ფიზიკური პირების მხრიდან, მოთხოვნაა როგორც უძრავი ქონების შეძენის, ასევე გრძელვადიანი იჯარების კუთხით. ჩვენი რჩევაა წევრი კომპანიებისთვის, რომ მათ თითოეულ ტრანზაქციას შეხედონ მაღალი სიფრთხილით", - თქვა საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ, ოთარ კაჭკაჭაშვილმა. 

უკრაინაში განვითარებული მოვლენების პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ უფრო იზრდება საქართველოში დევნილთა რაოდენობა რუსეთიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი