ე.წ. ცხინვალის სასამართლომ უკანონოდ დატყვევებულ საქართველოს 2 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა - ერგნეთში შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმით (IPRM) რიგით 105-ე შეხვედრა დაიწყო. ქართული მხარე 3 ძირითად საკითხს დააყენებს - უკანონო ტყვეების უპირობო გათავისუფლება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამხედრო წვრთნები და ბორდერიზაცია. 

შეხვედრამდე სუს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალში უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქიდან 2-ს ე.წ. ვერდიქტი გამოუტანა: 

  • ვლადიმერ კანიაშვილს 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს;
  • კახაბერ ნათაძეს 3 წლითა და 6 თვით. 

ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ამ დრომდე "წინასწარ პატიმრობაში" იმყოფება. დაკავებულებს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის კვეთის გარდა კონტრაბანდას ედავებიან.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში საგანგებო მდგომარეობაა და ძალოვანი უწყებები ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასულები.

"არ შეინიშნება არანაირი დაძაბულობა, არანაირი გადაადგილება, რაც გააჩენს თუნდაც მცირე საფუძველს, რომ ვინმე რაიმესთვის ემზადება", - თქვა ირაკლი ანთაძემ. 

რა შედეგებით დასრულდება შეხვედრა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი