თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გორში - უცნობმა პირებმა შენობის ფასადი წითლად შეღებეს და რუსული წარწერები დატოვეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
ვიდეო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ აზიანებს უცნობი პირი ოფისს. მას, სავარაუდოდ, მითითებებს კონკრეტული პიროვნება აძლევდა.
ენმ-ში ამბობენ, რომ ეს პრორუსული, ძალადობრივი "ალტ-ინფოს" და ხელისუფლების ერთობლივი ნამუშევარია. პარტიაში იმედი არ აქვთ, რომ მომხდარს შსს გამოიძიებს.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გორში ენმ-ის ოფისს თავს ესხმიან და არბევენ.