"ალტ-ინფო" რუსეთისა და პუტინის დანაშაულის გამმართლებელი სუბიექტია" - GDI-მ ​კომუნიკაციების კომისიას მიმართა

გამოქვეყნდა:

ალტ-ინფოს წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავა იწყება. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კომუნიკაციების კომისიას მიმართავს და კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვს.

"ალტ-ინფო დღეს არის რუსეთის და პუტინის ადამიანურობის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამმართლებელი სუბიექტი. ეს სტატუსი მათ უნდა ჰქონდეთ ოფიციალურადაც, მათ შორის სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება სანქციას, ვფიქრობ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, კომისიამ უნდა გააანალიზოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხეები და გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ სწორად გამოიტანოს", - თქვა GDI-ს თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა.

მესამე სექტორი თანხმდება, რომ ახლა საქმეში საგამოძიებო უწყებები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურიც უნდა ჩაერთოს, რადგან "ალტ-ინფოს" ქმედებებში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული იკვეთება.

"უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, უკრაინაში კატასტროფა ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად დაბლოკოს კრემლისტური მედიები და ასევე, დაიწყოს უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ ეფექტური გამოძიება. ეს პრაქტიკულად არ არის მედია საშუალებები, არა მხოლოდ ჰიბრიდული ომის ნაწილია, არამედ რაღაც ფორმით მოძალადე ჯგუფები არიან და სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი", - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა, მამუკა ანდღულაძემ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი