UFC-ის ირლანდიელი ვარსკვლავი, კონორ მაკგრეგორი მზადაა, საფეხბურთო კლუბ "ჩელსიში" 1,5 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს.
Sky News-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი" ამჟამინდელმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა 3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შეაფასა.
მაკგრეგორი შეთავაზებას საჯაროდ აკეთებს და ამის შესახებ Twitter-ზე წერს.
აღსანიშნავია, რომ კონორ მაკგრეგორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობარია. ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტსმენმა რუსეთის პრეზიდენტს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ლიდერი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოლიგარქი, ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბს ყიდის. ამბობს, რომ კლუბის გაყიდვით მიღებული თანხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გადაერიცხებათ.
ბიზნესმენმა კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მთავრობას მოუწოდა, რომ მას სანქციები დაუწესდეს. აბრამოვიჩს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირებში ადანაშაულებენ.