
საქალაქო სასამართლოში ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე პოლიტიკოს გიგი უგუალავს პროცესი ჩაინიშნა. სხდომა 12:00 საათზე იქნება და როგორც უგულავა ამბობს, დიდი შანსია მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
"კვლავ უადგილოდ, თუმცა ამჯერად საბოლოოდ: დღეს 12:00 საქალაქო სასამართლოში მე რომ ძიუდოისტი გავლახე, აი მაგ პროცესის ბოლო სხდომა გაიმართება. მე უნდა ვთქვა დასკვნითი სიტყვა ანუ აღვწერო როგორ "ვცემე ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გავაშელიშვილი". დიდი შანსია რომ მოსამართლემ გადაწყვეტილებაც დღეს გამოაცხადოს", - წერს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 3 ივნისს, ძიუდოისტის ცემის საქმეს განიხილავდა. თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა.