რუსეთი უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებისთვის ჩავიდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავი ბრესტის აეროპორტში დაეშვა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.ჯგუფის შემადგენლობა არ შეცვლილა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ადგილობრივი დროით 15:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ეს შეთანხმების მიღწევის მესამე მცდელობა იქნება. მოლაპარაკების პირველმა ორმა რაუნდმა შედეგად გამოიღო ის, რომ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: საჭიროა ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. მაგრამ ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის მცდელობები ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა: რუსეთის მიერ "სიჩუმის რეჟიმი" არ იყო დაცული. მოსახლეობა ვერ ტოვებდა სახლებსა და თავშესაფრებს განუწყვეტელი დაბომბვის გამო, ან ოკუპანტები ცეცხლს უხსნიდნენ მათ და გზაში სიკვდილის საფრთხის ქვეშ იყვნენ.
დღეს დილით მოსკოვმა უკრაინას შესთავაზა ჰუმანიტარული დერეფნები მხოლოდ რუსეთის ან ბელარუსის მიმართულებით. კიევმა მსგავს შეთავაზებაზე უარი თქვა.